თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია. ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალით ჩანს, რომ ცეცხლი დასახლებულ არეალშია, არის ძლიერი დაკვამლიანება.
"რადიო თავისუფლებას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ცეცხლი უკიდია მეორად საბურავებსა და ნაგავს ღია სივრცეში, დაშავებულების შესახებ კი ინფორმაცია არ აქვთ. ადგილზე არიან მეხანძრეები და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზაციის პროცესი.
განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამგორში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
სამგორის გარდა თბილისში კიდევ ხანძირს ორი კერაა. რამდენიმე საათის წინ შავნაბადაზე ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა. ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია.
პარალელურად, ხანძარი გაჩნდა ზემო ავჭალის ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ხეებსა და მინდორს მოედო.