უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 აგვისტოს ვიდეოკავშირით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოში და ილაპარაკა დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშის შესახებ. ზელენსკის თქმით, დაიღუპა 15 ადამიანი, 50 დაიჭრა (ამ მომენტისთვის დაღუპულთა რაოდენობამ 22-ს მიაღწია).
ზელენსკიმ თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია უშიშროების საბჭოს სხდომის დროს მიიღო.
ზელენსკი სიტყვით გამოვიდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზუსტად ექვსი თვის თავზე, რაც უკრაინაში რუსეთის არმია შეიჭრა. ის გამოვიდა მოწოდებით, ისტორიის სანაგვეზე მოიტოვონ აგრესია და კოლონიური ამბიციები.
მან ილაპარაკა ასევე ვითარებაზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო, რომელიც ამჟამად რუსეთის ჯარების კონტროლქვეშაა. უკრაინის ლიდერის თქმით, მოსკოვმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის ზღვარზე დააყენა. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული შანტაჟი და დატოვოს სადგურის ტერიტორია, აღნიშნა ზელენსკიმ.
გაეროს წესებით, სპიკერები გამოსვლისას ფიზიკურად უნდა იმყოფებოდნენ სხდომაზე, მაგრამ უშიშროების საბჭომ კენჭისყრით დაუჭირა მხარი ზელენსკის მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში. ამის წინააღმდეგ გამოვიდა რუსეთი.