ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აგვისტოს ომის 14 წლისთავს "ტვიტერზე" ეხმიანება და წერს, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგომას აგრძელებს.
"14 წლის წინ რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით სასტიკი სქემა დაიწყო, რათა მისი პროევროპული არჩევანი შეეჩერებინა... საქართველო ევროპულ ღირებულებათა ოჯახს ეკუთვნის. ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას", - წერს ის.
14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.