Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულება განმარტავს, რატომ არ წყვეტს უკრაინა ბელარუსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობის შენარჩუნების საფუძვლად „საღ ანალიზს“ ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაზე შეტევისთვის ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებს, კიევი მინსკთან დიპლომატიურ ურთიერთობებს არ წყვეტს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოცემა „უკრინფორმ“-ს უთხრა, რომ კარგად ახსოვს მინსკის განცხადებები იმის შესახებ, რომ ბელარუსიდან უკრაინას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა, რუსეთმა კიევზე იერიში სწორედ ბელარუსის საზღვრიდან დაიწყო და დღესაც უკრაინას რეგულარულად უტევს ბელარუსის ტერიტორიიდან.

„ჩვენ არ გვაქვს ილუზიები ბელარუსთან მიმართებით, მაგრამ გვაქვს საღი ანალიზი იმისა, რაც ხდება და როგორ არ უნდა მივცეთ ლუკაშენკას დამატებითი საბაბი მიიღოს ესა, თუ ის გადაწყვეტილება“, - განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, ბელარუსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს შეწყვეტენ, თუ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ.

უკრაინასთან ომში ბელარუსის მიერ რუსეთის მხარდაჭერის გამო უკრაინული საზოგადოების ნაწილი მოითხოვს, რომ კიევმა მინსკთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.

XS
SM
MD
LG