Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა ევროპელებს მიმართავს, რომ მათი ბედნიერება ბელარუსთან და რუსეთთან მეგობრობაშია


ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ სააგენტო "ფრანს პრესს" ინტერვიუ 21 ივლისს მისცა
ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ სააგენტო "ფრანს პრესს" ინტერვიუ 21 ივლისს მისცა

ბელარუსის ავტორიტარი მმართველი აცხადებს, რომ ბელარუსსა და რუსეთთან ევროკავშირის მეგობრობის შემთხვევაში, ეს იქნებოდა "ეკონომიკური, ფინანსური, ტექნოლოგიური და სამხედრო თვალსაზრისით დაუძლეველი ალიანსი და არავინ არავისთან იომებდა".

„უზარმაზარი რესურსები, ტერიტორია აღმოსავლეთში და უმაღლესი ტექნოლოგიები დასავლეთში, თქვენი, გერმანელების და ასე შემდეგ. აი, სად არის თქვენი ბედნიერება“, - განაცხადა ლუკაშენკამ სააგენტო „ფრანს პრეს“-ისთვის 21 ივლისს მიცემულ ინტერვიუში. ბელარუსის ავტორიტარი მმართველი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს ასეთი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას აშშ არ აძლევს.

ჟურნალისტმა ლუკაშენკას ჰკითხა, რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობების მიუხედავად, რატომ არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, ხოლო დონეცკს და ლუგანსკს "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად". ლუკაშენკამ უპასუხა, რომ დღეს ამის საჭიროება არ არსებობს: „ეს არაფერს შემატებდა არც ლუგანსკს, არც დონეცკს, არც ყირიმს. მაგრამ, თუ ყირიმს, ლუგანსკს, დონეცკს დასჭირდებათ სურსათი, აგური, ცემენტი, აღდგენა და სხვა, ჩვენ დავეხმარებით. საჭირო იქნება - ვაღიარებთ, თუ ამას რაიმე აზრი ექნება“.

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის არმია ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებს. მიუხედავად ამისა, კიევს მინსკთან ურთიერთობები ოფიციალურად არ შეუწყვეტია. რუსეთის მსგავსად, ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგაც ამოქმედებულია ევროკავშირის და აშშ-ის სანქციები.

XS
SM
MD
LG