Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Credit Suisse-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა


ფოტო არქივიდან:შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის შენობა
ფოტო არქივიდან:შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის შენობა

შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას გოთშტაინმა თანამდებობა დატოვა. მისი შემცვლელი ულრიხ კიორნერი დირექტორის მოვალეობის შესრულებას 1 აგვისტოდან დაიწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ Credit Suisse-ის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა.

ბანკის პრესრელიზის თანახმაც ცვლილების მიზეზი ყოვლისმომცველლი სტატეგიული მიმოხილვის ჩატარებაა, შემდგომში პირველი კლასის მომსახურების გასაწევად.

ბანკში აღმასრულებლი დირექტორის შეცვლის ფონია რამდენიმე სასამართლო დავა და უკანასკენელ რამდენიმე თვეში განცდილი ზარალი, რომელიც 1,5 მლრდ დოლარს აჭარბებს. გოთშტაინი ზარალს გეოპოლიტიკურ საგარეო ფაქტორებთანაც აკავშირებდა.

თანამდებობის დატოვებისას მან განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, პირადი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო, კოლეგებთან და ოჯახთან დისკუსიის შემდეგ, გადაწყვიტა, განზე გამდგარიყო და ახალი ხელმძღვანელობისთვის მიეცა ასპარეზი, რომელსაც სრულად უჭერს მხარს.

გოთშტანის შემცვლელს, ულრიხ კიორნერს Credit Suisse-ში 2021 წლის 1 აპრილიდან კრედიტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი ეკავა.

Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციებია შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.

XS
SM
MD
LG