Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Lufthansa-ში გაფიცვა დაიწყო - მხოლოდ ფრანკფურტის აეროპორტმა 678 რეისი გააუქმა


ფოტო არქივიდან: Lufthansa-ს თვითმფრინავები მაინის ფრანკფურტის აეროპორტში
ფოტო არქივიდან: Lufthansa-ს თვითმფრინავები მაინის ფრანკფურტის აეროპორტში

დღეს დილიდან გაიფიცა გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს სახმელეთო პერსონალი. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით დაწყებულმა გაფიცვამ განსაკუთრებით დააზარალა გერმანიის უდიდესი, მაინის ფრანკფურტის და მიუნხენის აეროპორტები.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრანკფურტის აეროპორტში გაუქმდა 678 რეისი, რომლითაც საერთო ჯამში, 92 ათასამდე მგზავრს უნდა ესარგებლა. მიუნხენის აეროპორტმა 345 რეისი გააუქმა, რამაც დაახლოებით 42 ათასი მგზავრი დააზარალა.

პროფკავშირი მოითხოვს Lufthansa-ს დაახლოებით 20 ათასი თანამშრომლისთვის 12 თვის განმავლობაში ხელფასის 9.5%-ით გაზრდას და მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დადგენას 13 ევროს ოდენობით. გამაფრთხილებელი გაფიცვა 28 ივლისის დილის 6 საათამდე გაგრძელდება.

გაფიცვას წინ უძღოდა პროფკავშირის და ავიაკომპანიის წარმომადგენლების უშედეგო მოლაპარაკება. Lufthansa-ს წინადადება იყო ფიქსირებული თანხა და დანამატი, რომლის გადახდა დამოკიდებული იქნებოდა ბიზნესის განვითარებაზე უახლოესი 18 თვის განმავლობაში და შეეხებოდა იმ თანამშრომლებს, რომელთა საბაზისო ხელფასი 3 ათასი ევროა.

XS
SM
MD
LG