Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. მისი თქმით, წლის განმავლობაში, ევროკავშირში დაახლოებით 250,000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორი ტრილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას იძენს, ხოლო, ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კომპანიებს ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდათ.

როგორც მინისტრი ამბობს, „ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების შედეგია. „ვფიქრობთ, რომ ქართული კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი სტიმული. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით“, - თქვა მან.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში და ამ ბაზარზე გაუწიონ ღია და სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

XS
SM
MD
LG