აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის 20 ივლისის განცხადებამ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული და ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ამის შესახებ კელი დეგნანმა უკრაინა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოფნისას ისაუბრა მედიასთან კომენტარში.
„ყოველთვის მოხარული ვარ გავცე კითხვებს პასუხი, როგორც აშშ-ის ელჩმა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ყოველთვის მზად ვარ გავცე პასუხი კითხვებს, რომელიც შეესაბამება საქართველოში აშშ-ის მუშაობას და ჩვენ აქ ვართ საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად და ევროატლანტიკურ ოჯაში თქვენი სრული ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდასაჭერად, როგორ ნედ პრაისისგან მოვისმინეთ ვაშინგტონი კარგადაა ინფორმიერებული იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ინფომაციას აქ პროცესების განვითარების შესახებ, იმიტომ რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ამ ქვეყნსი წარმატებაზე, ამიტომ ვეხმარებით საქრთველოს ასე ძალიერ ამდენი წლის განმავლობაში“,- თქვა დეგნანმა.
მისი სიტყევბით, წინა დღეებში სამეგრელოსა და სვანეთში ყოფნისას იხილა პროექტები, რომლის განხორციელებაში აშშ დაეხმარა საქართველოს. იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების სფეროები თუ სხვა და „ეს იყო კარგი შეხსენება, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან სურს ევროპისკენ ამ გზის გაგრძელება და აშშ ძალიან ამაყობს, რომ ამის მხარდაჭერია. ჩვენ ამას 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას“,- განაცხადა კელი დეგნამა.
მისი თქმით, ნედ პრასის სიტყვები რომ, კომუნიკაცია რომელიც ისმის არ არის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესატყვისი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„მან თქვა, რომ ეს არ არის ის, თუ როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან პარტნიორები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე დიპლომატი ვარ, მე აშშ-ის ხალხს წარმოვადგენ, როგორც ელჩი პესრონალურად არ ვიღებ იმას რაც აქ ხდება, მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის პრეზიდენტს. ის, რაც ბატონმა პრაისმა თქვა, ეს სიმართლეა. ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვმართებს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე როგორც პარტნიორებმა, რომლებიც ვართ კიდეც. ვფიქრობ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი სიტყვებით დიალოგს ხელს არ უწყობს სხვადასხვა ჭორები და უსაფუძვლო სპეკულაციები.
„როდესაც არის ჭორები, ფაქტებზე დაუყრდნობელი სპეკულაციები ამან შესაძლოა დააბნიოს ქართველი ხალხი და არ ვფიქრობ, რომ ეს დიალოგს უწყობს ხელს. უკეთესი მიდგომაა განსხვავებული მოსაზრებების პირადად განხილვა. როგორც აქამდეც ვთქვი, ბუნებრივია, როდესაც პარტნიორობის, მეგობრობის დროს არის უთანხმოებები, ეს ყველამ იცის. თუმცა, ამის განხილვის საუკეთესო გზა პირადად განხილვა და შემდეგ, თუ აუცილებელია, საჯაროდ. ჩვენხ გამოგვიქვეყნებია საჯარო განცხადებები, შეშფოთებების შესახებ მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეესაბამება საუკეთესო პრაქტიკას და არ ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ სწტაფვას. ვიტყოდი, რომ ფუნდამენტურად, როგორც დიპლომატი, ყოველთვის უპირატესობას მივანიჭებ პირად, გულწრფელ ჩართულობას, თუმცა ყოველთვის პატივისცემით. ვფიქრობ, ამას ყველა იმსახურებს",- განმარტა კელი დეგნანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას და განაცხადა, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ.
ნედ პრაისმა 20 ივლისს თავისი ყოველდღიური ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა და თქვა, რომ საელჩო თბილისში ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი უკანასნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი გახდა. ისინი ელჩს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებენ ბრალს.
"ვაი თუ, კარგად არ არის ინფორმირებული ან მისკომუნიკაციას აქვს კვლავ ადგილი იმიტომ, რომ მე არ მგონია ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ელჩზე თავდასხმას. ამას მე ვერ დავეთანხმები და არ მგონია სწორი შეფასება..",- თქვა 21 ივლისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან საუბარში.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და დეპუტატი პარტია "ქართული ოცნებიდან", არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ ხელისუფლების არცერთი წარომადგენელი არ ცდილობს თავდასხმას საქართველოს პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს ელჩზე.