Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ „ალტ-ინფოს“ აქციაზე 26 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ლიდერები


ულტრაკონსერვატორული ჯგუფების ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და ზურა მახარაძე.
ულტრაკონსერვატორული ჯგუფების ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და ზურა მახარაძე.

„თბილისი პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 26 ადამიანი, მათ შორის, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „ალტ-ინფოს“ ლიდერები - ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო. ასევე, მამა-შვილი, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

ისინი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით და ამას კავშირი არ აქვს სავარაუდო მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან. მის ფარგლებში, 27 ივნისს პოლიციამ გამოკითხა ზურა მახარაძე, კოკა მორგოშია და შოთა მარტინენკო.

ზურა მახარაძე და პოლიციის თანამშრომელი "ალტ-ინფოს" აქცია. 2 ივლისი, 2022 წ.
ზურა მახარაძე და პოლიციის თანამშრომელი "ალტ-ინფოს" აქცია. 2 ივლისი, 2022 წ.
"ალტ-ინფოს" ლიდერებისა დაპოლიციის დაპირისპირება. 2 ივლისი, 2022 წ.
"ალტ-ინფოს" ლიდერებისა დაპოლიციის დაპირისპირება. 2 ივლისი, 2022 წ.

2 ივლისს თბილისში დაგეგმილია „პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.

გასულ წელს, 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით პარლამენტის წინ სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. მოძალადეებს შორის მხოლოდ 30-ზე მეტი კაცი დააკავეს. მათ შორის არცერთი არ არის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული.

გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსებისთანავე ულტრაკონსერვატორები მის ჩაშლაზე საუბარი დაიწყეს საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში თუ სხვა პლატფორმებზე.

XS
SM
MD
LG