Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ გამოააშკარავა რუსეთის საჯაშუშო ქსელი, რომელშიც უკრაინელი კანონმდებელიც იყო ჩართული


უკრაინელი კანონმდებელი, ანდრიი დერკაჩი. კიევი. 9 სექტემბერი, 2019 წელი
უკრაინელი კანონმდებელი, ანდრიი დერკაჩი. კიევი. 9 სექტემბერი, 2019 წელი

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, გამოააშკარავეს რუსეთის საჯაშუშო ქსელი, რომელშიც ჩართული იყო უკრაინელი კანონმდებელი ანდრიი დერკაჩი, რომლის წინააღმდეგაც აშშ-ის სანქციები ჰქონდა დაწესებული და რომელსაც აშშ-მა ადრე ბრალად დასდო, რომ რუსეთის ჯაშუში იყო.

უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ 25 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, დერკაჩმა შექმნა დაცვის კერძო ფირმების ქსელი, რომელიც დახმარებას უწევდა რუსეთის ქვედანაყოფებს 24 თებერვალს რუსეთის არმის უკრაინაში შეჭრის პერიოდში. დერკაჩთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ის ადრე უარყოფდა ბრალდებებს და აცხადებდა, რომ დევნიან კორუფციის გამო. უცნობია მისი ადგილსამყოფელი.

უკრაინის უშიშროების სამსახური ეყრდნობა პარლამენტში დერკაჩის ასისტენტის, იჰორ კოლიჰაევის ჩვენებას. ის ომის დაწყებისას დააკავეს ბრალდებით, რომ დერკაჩსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვას შორის შუამავლობდა.

2020 წლის სექტემბერში დერკაჩის წინააღმდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესდა სანქციები მცდელობისთვის, ზეგავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე 2020 წელს.

XS
SM
MD
LG