Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია „შინ ევროპისკენ" დასრულდა


თბილისი, აქცია „შინ ევროპისკენ"
თბილისი, აქცია „შინ ევროპისკენ"

რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობა გამართეს აქციის „შინ ევროპისკენ" მონაწილეებმა.

აქციის დასასრულს მოქალაქეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებზე ხელმოწერები დატოვეს.

თბილისი, აქცია „შინ ევროპისკენ"
თბილისი, აქცია „შინ ევროპისკენ"

სამოქალაქო მოძრაობამ "სირცხვილია", რომელმაც 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია "შინ ევროპისკენ" გამართა, კიდევ ერთ შეკრება დააანონსა. მოძრაობის ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები თბილისში, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე უნდა შეიკრიბონ 24 ივნისსაც, როცა ცნობილი გახდება ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, 24 ივნისს ახალი მოძრაობა შეიქმნება.

სამოქალაქო მოძრაობამ "სირცხვილია" აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ მანიფესტი გააცნო:

"სირცხვილიას" ორგანიზებით, მრავალათასიანი აქცია "შინ ევროპისკენ" პარლამენტის წინ დღეს, 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე გაიმართა. მისი მიზანი ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.

17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

XS
SM
MD
LG