Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიმუნის ყვავილის ვირუსის ერთი სავარაუდო შემთხვევა უარყოფითია, ერთის გამოკვლევა გრძელდება


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.

„გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს", - აცხადებს გამყრელიძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაადასტურა მაიმუნის ყვავილის ვირუსის 780 შემთხვევა მსოფლიოს გარშემო 27 ქვეყანაში, იუწყება გაეროს ჯანდაცვის ეს სააგენტო 5 ივნისს.

მონაცემები არ მოიცავს შემთხვევებს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.

WHO-ის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ამ დაავადებით შექმნილი საფრთხე "საშუალოა", თუმცა "შესაძლოა გაიზარდოს, თუკი ვირუსი ისარგებლებს საშუალებით, თავი დაიმკვიდროს არაენდემურ ქვეყნებში, როგორც ადამიანებში გავრცელებულმა პათოგენმა".

სააგენტომ დაავადების 207 შემთხვევა აღრიცხა დიდ ბრიტანეთში, 156 - ესპანეთში, 138 -პორტუგალიაში, 58 - კანადაში და 57 - გერმანიაში.

არაენდემურ ქვეყნებში ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ მონაცემები არ არის.

მაიმუნის ყვავილი იწვევს მაღალ ტემპერატურას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, შეციებას, დაღლილობას და გამონაყარს.

XS
SM
MD
LG