Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air: ქუთაისი-ბარსელონის და ბარსელონა-ქუთაისის ფრენები თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზის გამო გაუქმდა


ავიაკომპანია Wizz Air დღევანდელი, 30 მაისის, ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამის მიზეზი თვითმფრინავის "გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზი" გახდა.

დღეს გაუქმდა ფრენები ქუთაისი-ბარსელონის და ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებებით.

კომპანიაში ამბობენ, რომ ყველა მგზავრმა ადგილზევე მიიღო საჭირო დახმარება და უფასო განთავსება. მათივე ცნობით, მგზავრებს საშუალება მიეცათ ბილეთები სასურველ მიმართულებაზე და სასურველ ფრენაზე გადაეცვალათ.

მსგავსი შემთხვევა მოხდა 27 მაისსაც, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-მილანის რეისი გაუქმდა. აეროპორტების გაერთიანებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფრენის გაუქმების მიზეზი ბორტის გაუმართაობა იყო.

XS
SM
MD
LG