Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი დამატებით შეიარაღებას გაუგზავნის უკრაინას


ტანკი T-72
ტანკი T-72

ჩეხეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, კვლავ აპირებს გაუგზავნოს დამატებითი შეიარაღება უკრაინას, რომელიც 95-ე დღეა უმკლავდება რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ 29 მაისს ტელეეთერის დროს განაცხადა, რომ პრაღას განზრახული აქვს, უკრაინას, 26-30 მილიონი დოლარის ფარგლებში, რაც შეიძლება მალე მიაწოდოს შეიარაღება. "უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დახმარება [უკრაინას] მუდმივად მიეწოდებოდეს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა, რომლის თქმითაც, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების განმავლობაში უკრაინამ ჩეხეთისგან 150 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების ტვირთი მიიღო.

ჩეხეთის მედიის ცნობით, უკრაინისთვის დაპირებულ სამხედრო დახმარებაში იქნება რამდენიმე ერთეული ტანკი Т-72, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, თვითმავალი ქვემეხი-ჰაუბიცები და ასევე, სავარაუდოდ, საბჭოთა წარმოების საბრძოლო ვერტმფრენები.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის მთავრობამ გადაწყვიტა 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების (AHS Krab) სამი ბატარეა გაუგზავნოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

XS
SM
MD
LG