პოლონეთის მთავრობამ გადაწყვიტა 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების (AHS Krab), სამი ბატარეა გაუგზავნოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
პოლონური რადიოს ცნობით, ვარშავამ უკვე დაასრულა იმ 100 უკრაინელი სამხედროს მომზადება, რომლებსაც აღნიშნული იარაღის ექსპლუატაცია ევალებათ.
AHS Krab - ეს არის პოლონეთის ეროვნული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომლის წარმოების დროს ბრიტანული ჰაუბიცის, S90-ის ლიცენზირებულ კოშკი გამოიყენება.
"უკრაინსკა პრავდას" ცნობით, გარდა ამისა, პოლონეთმა უკრაინის არმიას 200 ტანკი უკვე გადასცა.