ავღანეთის თალიბანის მმართველობამ ყველა ქალს უბრძანა, დაიფაროს სახე, რაც წარმოადგენს მორიგ ზომას შეზღუდვათა სერიაში, რომლებსაც კრიტიკა მოჰყვა ბევრი ავღანელისგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან.
ბრძანება, რომელიც 7 მაისს, ქაბულში გამოცხადდა, ქალებს მოუწოდებს გამოაჩინონ მარტო თვალები, და შეიმოსონ სხეულის თავიდან ფეხამდე დამფარავი ბურკით. ბრძანება წაიკითხა კეთილშობილების პროპაგანდის და მანკიერების პრევენციის სამინისტროს პრესმდივანმა და თქვა, რომ ის გაიცა ჯგუფის უზენაესი ლიდერის, ჰიბათულა ახუნზადას სახელით.
ბრძანებასთან დაუმორჩილებობა შედეგად მოიტანს ქალის მამისთვის ან უახლოესი კაცი ნათესავისთვის საყვედურის გამოცხადებას, მის დაპატიმრებას, ან გათავისუფლებას სამთავრობო სამსახურიდან, - იუწყება ბრძანება.
ავღანელი ქალების უმრავლესობა ატარებს თავსაბურავს, მაგრამ ქაბულის მსგავს ურბანულ ადგილებში ისინი სახეებს არ იფარავდნენ.