Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლურჯ მიკროავტობუსებში" წინ დაჯდომა დღეიდან შეიძლება


თბილისში მოძრავ ე.წ. ლურჯ მიკროავტობუსებში წინ დაჯდომა დასაშვები ხდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურეს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსშიც" და თბილისის მერიაშიც.

კომპანიაში ამბობენ, რომ მგზავრებს მძღოლის გვერდით დაჯდომა დღეიდან, 3 მაისიდან უკვე შეუძლიათ. ასეთი ყველა მიკროავტობუსში ორ-ორი ადგილია. გადაწყვეტილება მგზავრთნაკადის გამო მიიღეს.

"თბილისის მიკროავტობუსში" დამატებით ამბობენ, რომ მიკროავტობუსში მგზავრობის დროს ფეხზე დგომა კვლავ დაუშვებელია და მონიტორინგის სამსახურს ასეთ შემთხვევებზე რეაგირება ექნება.

თბილისში 1 თებერვლიდან "ყვითელი მიკროავტობუსები" სრულად ჩანაცვლდა ახალი, ე.წ. ლურჯი მიკროავტობუსებით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მგზავრებს არ შეეძლოთ მძღოლის გვერდით განთავსებულ ორ სკამზე დაჯდომა.

XS
SM
MD
LG