Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა, მან დანაშაული აღიარა


მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი აცხადებს, რომ ის დანაშაულს სრულად აღიარებს. ეს განცხადება მან 30 აპრილის სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ბრალდებულს მშობლებთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა. პროკურატურის ვერსიით, გიორგი ბეროზაშვილმა მამის კუთვნილი 21 000 დოლარი მიითვისა, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა. მშობლები ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ, რასაც მათ შორის უთანხმოება მოჰყვა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.

გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატი, სალომე ჯანუაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულის თქმით, დედის მკვლელობა მან მამის მოკვლის შემდეგ გამოწვეულ მძიმე ემოციურ ფონზე ჩაიდინა.

XS
SM
MD
LG