Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კუნძულ ზმეინიზე გაანადგურა რუსების სარაკეტო კომპლექსი


ფოტო არქივიდან: უკრაინის კუნძული ზმეინი
ფოტო არქივიდან: უკრაინის კუნძული ზმეინი

უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა აცხადებს, რომ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე იერიში მიიტანეს რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე, მათ შორის მართვის პუნქტზე.

სარდლობის ინფორმაციით, განადგურებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა-10“. სხვა წყაროებით ეს ცნობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

რუსმა სამხედროებმა უკრაინის კუნძული ზმეინი საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე დაიკავეს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, საიდანაც 24 თებერვალს, ზმეინის დამცველ უკრაინელ მესაზღვრებს დანებება მოსთხოვეს და პასუხად მიიღეს: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“, 14 აპრილს ჩაიძირა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, "მოსკვა" შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს რაკეტა „ნეპტუნ"-ით.

XS
SM
MD
LG