Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში „ჩაფლავებული“ ბესტსელერები 


უცხოელი ავტორების წიგნები, რომლებმაც საქართველოში არ „გაამართლა“ - ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ისინი აქაც კარგად უნდა გაყიდულიყო, მაგრამ არ იყიდება. რატომ არ იღებს ქართული საზოგადოება სიახლეს?

გვაქვს წიგნები, რომლებსაც დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებთ და მერე დევს, დევს, დევს… [ასეთი ავტორია] ორგზისპულიცერისლაურეატი კოლსონ უაითჰედი. 2-3 წლის წინ გამოვეცით მისიმიწისქვეშა რკინიგზა“. ახლა დავბეჭდეთ ასევეპულიცერისგამარჯვებული წიგნინიკელის ბიჭები“. ვიძახით, ასეთია, ისეთია, ძალიან მაგარია, მაგრამ არ უყვარს ქართულ საზოგადოებას სიახლე“, - ამბობს გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ხელმძღვანელი მაია ალუდაური.

ქართულ ბაზარზე ინტელექტუალებისთვის განკუთვნილ ლიტერატურასთან ერთად საბავშვო წიგნებიც „ჩაწოლილა“.

მსოფლიოში სახელგანთქმული პატარა თხუნელა. მილიონობით გაყიდული ეგზემპლარი, ახლა უკვე ქართულ ენაზე - ასეთი რეკლამით დაბეჭდა გამომცემლობა „დიოგენემ“ 2010 წელს „პატარა თხუნელას ამბავი“. ილუსტრატორ ვოლფ ერლბრუხის თხუნელას თავზე ვიღაცამ დააკუკა, ის კი დადის და იმის გარკვევას ცდილობს, ეს ვიღაცა ვინაა.

„ვოლფ ერლბრუხს საბავშვო ლიტერატურაში ორი მთავარი ჯილდო აქვს აღებული, ანდერსენის მედალი და ასტრიდ ლინგრენის პრემია. აი, ასეთი ლეგენდარული კაცი ჩაფლავდა საქართველოში. ძალიან ცუდად გაიყიდა“, - ამბობს „დიოგენეს“ ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე. მისი ვარაუდით, კრახის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ქართული საზოგადოება გულგრილია იმ წიგნების მიმართ, რომელშიც წამყვანი არა ტექსტი, არამედ ილუსტრაციაა - „ვერ წარმოუდგენიათ, რომ საბავშვო წიგნი შეიძლება იყოს ამდენად მრავალფეროვანი. ჩაცემენტებული აზროვნება აქვთ. ფიქრობენ, რომ საბავშვო წიგნი არის მაინცდამაინცწითელქუდაანკომბლე“. ზოგადად, მშობელი ნაკლებად იღებს იმას, რაც ცოტათი მაინც განსხვავებულია, რაც შესაძლებელია ბავშვის კრიტიკულ აზროვნებას აღვივებდეს. მაგალითად, დედა ენისკურსში შეტანილი გვაქვს მაყვალა მრევლიშვილის ლექსი, რომელიც პარადოქსულ ლოგიკაზეა აგებული. ვერაფრით ვერ იგებენ მშობლები“.

აი, ეს ლექსიც:

ქისა, ქისა, ბარაქისა,
თქმა ვინ
იცის არაკისა?
ცაში გალობს
კურდღელი,
ხოჭოს ადგას უღელი
.
ხეზე დახტის
იხვი,
ნიჩბებს უსვამს
ციყვი.
წიგნს კითხულობს
კალმახი,
არ სჭირდება
კარნახი!“

„სულაკაურის“ გამომცემლობაში ამბობენ, რომ ისეთი მსოფლიო ბესტსელერები, როგორიცაა, მაგალითად, „ჰარი პოტერი“, „წრიპა ბიჭის დღიური“ ან „ნუ მოკლავ ჯაფარას“, საქართველოშიც კარგად იყიდება, მაგრამ, მაგალითად, კარლ უვე კნაუსგორის „ჩემი ბრძოლა“, რომელიც ნორვეგიასა და გერმანიაში ძალიან უყვართ, ქართულმა ბაზარმა არ აიტაცა. კარლ უვე კნაუსგორი 30 სხვადასხვა ენაზე არის თარგმნილი. მას მინიჭებული აქვს ბრაგეს და გილდენდალის პრემიები.

რომანი „ჩემი ბრძოლა“ სიკვდილით იწყება, მაგრამ რეალურად სიცოცხლეზეა. რატომ ვმალავთ მკვდრებს? რატომ არის ადამიანისთვის ასეთი ძნელი, სიკვდილს თვალი გაუსწოროს?

მაგალითად, რატომ არ შეიძლება, რომ მიცვალებულები საავადმყოფოს კორიდორებში უზეწროდ ჩამოატარონ და დანიშნულების ადგილამდე ტაქსით გაუშვან? ვის რას დაუშავებენ? ასევე შეიძლება კინოთეატრში, ფილმის ყურებისას გარდაცვლილი ასაკოვანი მამაკაცი ფილმის დასრულებამდე, ან თუნდაც მეორე სეანსის ბოლომდე თავის ადგილზე დარჩეს. სულაც არაა აუცილებელი, რომ სკოლის ეზოში ინსულტით გარდაცვლილი მასწავლებელი მაშინვე საავადმყოფოში გააქანონ. არაფერი დაშავდება, თუ ეზოში მანამდე დარჩება, სანამ დარაჯი მისთვის მოიცლის. დიდი ამბავი, შუადღე თუ გადავა და მოსაღამოვდება. მერე რა, თუ რომელიმე ფრინველი დააჯდება და ჩაუნისკარტებს. არა მგონია, საფლავში უკეთესად იყოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იქ ჩვენ მას ვერ დავინახავთ. თუ მიცვალებული წინ არ გვეღობება, აჩქარებაც არ ღირს. ხელმეორედ მაინც ვერავინ მოკვდება“ (კარლ უვე კნაუსგორი).

რამდენიმე კომიქსი იყო, რომელიც ჩვენთან ბესტსელერი არ გახდა, მაგალითად, „ბეტმენი“. ჯონათან ფრენზენისშესწორებებზეცველოდით, რომ ბესტსელერი გახდებოდა, გვინდოდა, ხალხს წაეკითხა. შეიძლება საკმარისი რეკლამა არ გაუკეთდა, შეიძლება სქელტანიანი რომ არის, ამანაც იმოქმედა. ამ დროში ბევრს არა აქვს დრო, სქელტანიანი წიგნები იკითხოს“, - ამბობს ანა სულაკაური, „სულაკაურის“ გამომცემლობის მარკეტინგის მენეჯერი.

ჯონათან ფრენზენი
ჯონათან ფრენზენი

„პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური კი ჰყვება, რომ საქართველოში უფრო მეტად პრემირებული ავტორები იჩაგრებიან. წიგნები, რომელთაც „ბუკერისა“ და „პულიცერის“ პრემიები აქვს მიღებული, საქართველოში შეიძლება წარმატებით... დარჩეს თაროზე, მაგალითად, იგივე „ნიკელის ბიჭები“, რომელიც რეალურ ისტორიაზე დაყრდნობით არის დაწერილი. რომანი ეხება რეფორმების სკოლას. ის ასზე მეტი წელი არსებობდა და ათასობით ბავშვს ცხოვრება დაუმახინჯა. რეალურად ეს წიგნი წარსულზეა, თუმცა ირკვევა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გვიანდელ წარსულს ანიჭებენ უპირატესობას.

იმ ავტორს ყიდულობენ, რომელიც უკვე ათეულობით წელია იბეჭდება. იმიტომ კი არა, რომ ის უკეთ იცის და უკეთ ესმის, უბრალოდ, სტერეოტიპების გავლენის ქვეშ არიან. იცის, რომ დოსტოევსკი, თომას მანი კარგია და უნდა წაიკითხოს. აკაკისა და ვაჟაზე აღარ ვლაპარაკობ, ტონობით ყიდულობენ და ტონობით გამოიცემა. თითქოს რაღა დროსია შარლოტე ბრონტე, მაგრამ ვბეჭდავთ და ვბეჭდავთ, რადგან იყიდება და იყიდება. ეშინიათ წიგნის, რომელიც რაღაც ახალს ასწავლის. ცვლილებების ზაფრა აქვს ხალხს“, - ამბობს მაია ალუდაური. მისი თქმით, მაღალი ხარისხის თანამედროვე პროზა, ისეთი ცნობილი ავტორებისაც კი, როგორიცაა კაზუო იშიგურო, ტონი მორისონი, ბერნარდინ ევარესტო... ვერანაირად ვერ უწევს კონკურენციას გაშაბლონებულ ავტორებს, - ახლა მარიკე ლუკას რიინეველდისმძიმეა დღის ბოლოუნდა გამოვცეთ. 2020 წელს ამ წიგნსბუკერისპრემია მიენიჭა. უაღრესად მწვავე და სერიოზული წიგნია, მაგრამ შიშით ველოდებით. რა ვიცი, აბა, როგორ მიიღებენ!“

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG