მარიუპოლის მერის თანაშემწე, პეტრო ანდრიუშჩენკო, ფეისბუკზე წერს, რომ ცნობა, თითქოს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი მარიუპოლისთვის "უკანასკნელი ბრძოლისთვის" ემზადება და ტყვია-წამალი უმთავრდება, გამოქვეყნდა ფეისბუკის ყალბ გვერდზე. ეს ცნობა საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდა, ბევრი საინფორმაციო საშუალების მიერ.
ანდრიუშჩენკოს თქმით, ყალბ გვერდზე საზღვაო ქვეითები წერდნენ, რომ ისინი "უკუაგდეს" და "ალყაში მოაქციეს" რუსეთის ძალებმა.