Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა


საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ქუჯოშვილი დააკავეს.

ქუჯოშვილი მეზობელი სოფლის, ახალუბნის მცხოვრებია. მისი უკანონო დაკავება დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ცნობით, ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღეს.

გიორგი ქუჯოშვილს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას უყენებენ. ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 აპრილს არის დაგეგმილი. ამ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG