Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი: მარიუპოლში გრძელდება ბრძოლა და რუსეთის საჰაერო დარტყმები


მარიუპოლი
მარიუპოლი

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ 6 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე, ომით გაჩანაგებულ ქალაქ მარიუპოლში გრძელდება ინტენსიური ბრძოლა და რუსეთის საჰაერო დარტყმები.

ქალაქში უარესდება ჰუმანიტარული ვითარება, იქ დარჩენილ 160 ათასამდე მოსახლეს არ მიეწოდება ელექტროენერგია, კომუნიკაციები, წამლები, გათბობა და წყალი - ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. "რუსეთის ძალები ბლოკავენ ჰუმანიტარულ წვდომას, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ დამცველები აიძულონ ჩაბარდნენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

განცხადების გავრცელების წინა დღით, უკრაინა კვლავ ცდილობდა ხალხის ევაკუაციას მარიუპოლიდან და სხვა ადგილებიდან. 5 აპრილს წასვლა შეძლო 3,800-მდე ადამიანმა, შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით - ამბობს უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი. მაგრამ შვიდი ავტობუსისგან შემდგარმა კოლონამ, რომელსაც მარიუპოლიდან უნდა გაეყვანა ხალხი, ვერ შეძლო რუსეთის მიერ მოწყობილი ბლოკადის გარღვევა - დასძენს ის.

XS
SM
MD
LG