Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა ბუჩაში მომხდარს რუსეთის ჯარების გამიზნული კამპანია უწოდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოსკოვს ბრალი დასდო სიმხეცის „გამიზნულ კამპანიაში“ უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქში ათობით სამოქალაქო პირი იქნა მოკლული რუსეთის ჯარების მიერ, რომლებმაც მარტის ბოლოს დატოვეს ეს რეგიონი.

„ის, რაც ბუჩაში ვიხილეთ, ეს არ არის უკანონო ფორმირებების შემთხვევითი მოქმედებები“, - თქვა ბლინკენმა 5 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

„ეს არის მკვლელობების, წამების, გაუპატიურების, სიმხეცის წინასწარ განზრახული კამპანია. ცნობები სრულიად იმსახურებს ნდობას, ესაა მტკიცებულება მთელი მსოფლიოსთვის“, - დასძინა მან.

ბლინკენს თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად არ დაუსახელებია დეტალები.

ბუჩიდან რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ ქალაქში შესული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ათობით მოკლული სამოქალაქო პირი, რომელთაგან ბევრი ეზოებში, ქუჩებსა და საკუთარ სახლებში იყო დახვრეტილი. ბევრ მათგანს ზურგს უკან ჰქონდა ხელები შეკრული. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს და ბუჩის ტრაგედიას „დადგმულს“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG