Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის დანაკარგების შესახებ იტყობინებიან


ომის დაწყებიდან, უკრაინაში დაახლოებით 14 400 რუსი სამხედრო პერსონალი დაიღუპა, აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

19 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელებმა, ასევე, გაანადგურეს

  • 466 რუსული ტანკი,
  • 1 470 ერთეული ჯავშანტექნიკა,
  • 213 საარტილერიო სისტემა,
  • 72 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა,
  • 44 საზენიტო საბრძოლო სისტემა,
  • 95 თვითმფრინავი,
  • 115 ვერტმფრენი,
  • 3 გემი/ნავი,
  • 17 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინაში შეჭრიდან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 1 500-მდე უკრაინული ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამავე ინფორმაციით, განადგურებულია:

  • 196 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი,
  • 1 438 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა,
  • 145 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
  • 556 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი,
  • 1 237 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 2 მილიონს აჭარბებს ლტოლვილების რიცხვი.

XS
SM
MD
LG