უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ეშინიათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაპროტესტება.
„მე მადლიერი ვარ რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც არ წყვეტენ მცდელობას სიმართლის გასავრცელებლად; მათი, ვინც იბრძვის დეზინფორმაციასთან და ჰყვება სიმართლეს, მეგობრებს, ახლობლებსა და ნათესავებს უამბობს რეალურ ფაქტებს; პირადად იმ გოგოს [მადლიერი ვარ], რომელიც შევიდა „პირველი არხის" სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით; მათი, ვისაც არ ეშინია პროტესტის გამოხატვის. ჯერ კიდევ, სანამ თქვენი ქვეყანა საბოლოოდ არ დაუხურავთ დანარჩენი მსოფლიოსგან, რომელიც ძალიან დიდ ჩრდილოეთ კორეად იქცევა, თქვენ უნდა იბრძოლოთ, თქვენ არ უნდა დაკარგოთ თქვენი შანსი", - მიმართა რუსეთის მოქალაქეებს ზელენსკიმ.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირი ეთერი 14 მარტს ომის საწინააღმდეგო აქციამ შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ანტისაომარი პლაკატი გაშალა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო, პირველი არხის თანამშრომელია. მედიის ცნობით, მისი სახელია მარინა ოვსიანნიკოვა, ის მუშაობს რედაქტორად პროგრამა "ვრემიაში".