Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი გამოდის უკრაინაში "მიუღებელი სამხედრო აგრესიის" დასრულების მოწოდებით


რომის პაპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა ამ ეტაპისთვის ყველაზე მკაცრი ფორმულირებით დაგმო და 13 მარტს თქვა, რომ "მიუღებელი სამხედრო აგრესია" უნდა შეწყდეს.

წმინდა პეტრეს მოედანზე, ათასობით მორწმუნის წინ საკვირაო ქადაგების წარმოთქმისას, ფრანცისკემ "ბარბაროსული" უწოდა ბავშვების და უიარაღო სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვას, რეალური "სტრატეგიული მიზეზის" გარეშე. მან გაჩანაგებულ ქალაქ მარიუპოლს "წამებული ქალაქი" უწოდა და კიდევ ერთხელ გამოვიდა რეალური ჰუმანიტარული დერეფნების ამოქმედების მოწოდებით, რათა ადამიანებმა წასვლა შეძლონ.

"ღმერთის სახელით გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა", - თქვა პაპმა და დასძინა, რომ უკრაინის ქალაქები "შეიძლება სასაფლაოებად იქცეს".

რომის პაპს თავის გამოსვლებში სიტყვა "რუსეთი" არ წარმოუთქვამს მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა.

XS
SM
MD
LG