Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვამ ხელი მოაწერა ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადს


უკრაინისა და საქართველოს შემდეგ ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვამ.

პრეზიდენტი მაია სანდუ „ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ მოლდოვის მოქალაქეები მზად არიან ევროპული სახელმწიფოების ოჯახისთვის.

„ახლა არის დრო: მოლდოვა ოფიციალურად აწერს განცხადებას ხელს წევრობაზე, რომ შეუერთდეს ევროკავშირს. მოლდოველი მოქალაქეები მზად არიან იმუშაონ გულმოდგინედ სტაბილური და წარმატებული მომავლისთვის ევროკავშირში და ევროპული სახელმწიფოების ოჯახში", - აცხადებს მაია სანდუ.

დღეს, 3 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. ვიდეომიმართვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს არის ისტორიული დღე და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა დაჩქარებული წესით მოთხოვნა ევროკავშირის წევრობაზე 28 თებერვალს.

XS
SM
MD
LG