Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქცია მილიარდერ უსმანოვის იახტასაც შეეხო


ალიშერ უსმანოვი
ალიშერ უსმანოვი

გერმანიის ხელისუფლებამ ჰამბურგში დააპატიმრა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“. ამის შესახებ გამოცემა „ფორბსი“ წერს სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის, "მეტალოინვესტის" მფლობელი ალიშერ უსმანოვი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო.

„ფორბს“-ის თანახმად, იახტა „დილბარი“ 2021 წლის ოქტომბრიდან ჰამბურგის ერთ-ერთ ქარხანაში, სარემონტოდ იმყოფებოდა. ალიშერ უსმანოვმა „დილბარი“ 2016 წელს, 600 მილიონ დოლარად იყიდა გერმანული გემთმშენებელი კომპანიისგან Lürssen. როგორც გამოცემა წერს, უსმანოვის დაკვეთით იახტას 52 თვის განმავლობაში ამზადებდნენ. „დილბარს“ იახტებს შორის ყველაზე დიდი აუზი და ვერტმფრენის დასაჯდომად განკუთვნილი ორი მოედანი აქვს.

XS
SM
MD
LG