Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფაქტორი": უკრაინაზე თავდასხმამდე პუტინმა საკუთარი ძვირფასი იახტა გაიყვანა ჰამბურგის პორტიდან


უკრაინაზე თავდასხმამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი ფეშენებელური იახტა Graceful-ი ჰამბურგის პორტს გაარიდა დასავლეთის სანქციების შიშით. ამის შესახებ გამოცემა „ფაქტორი“ იტყობინება ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით.

როგორც გერმანიის გაზეთი Bild-ი წერდა 7 თებერვალს, კონფისკაციის შიშით იახტა სასწრაფოდ გაიყვანეს ჰამბურგიდან.

Graceful-ის სავარაუდო ფასი 100 მილიონი დოლარია.

„ფაქტორი“ აქვეყნებს პუტინის ხომალდის დეტალურ აღწერას. გამოცემის თანახმად, ის რუსეთის პრეზიდენტს ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა აჩუქა.

„ფაქტორი“ არის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროექტი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მოსკოვს მკაცრი სანქციები დაუწესეს. სანქციების სიაში არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

XS
SM
MD
LG