Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ადგილობრივი ხელისუფლება ხერსონში რუსული მძიმე ტექნიკის შესვლის შესახებ იუწყება

ადგილობრივი ხელისუფლება ხერსონში რუსული მძიმე ტექნიკის შესვლის შესახებ იუწყება


უკრაინის ქალაქ ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ტექნიკა გადაადგილდება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს უთხრა საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენადი ლაგუტამ.

მან სოციალური ქსელით გაავრცელა ხერსონში რუსული ჯავშანტექნიკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები.

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუს სამხედროებს ქალაქის მცხოვრებნი ტყვედ აჰყავთ და სავარაუდოდ, შემდგომი გადაადგილებისთვის „ცოცხალ ფარად“ გამოიყენებენ. ხერსონში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. სხვა წყაროებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.

XS
SM
MD
LG