Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, უკრაინა დაჩქარებული წესით მიიღონ კავშირში


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს ევროპის კავშირს მიმართა თხოვნით, უკრაინას მიეცეს უფლება, დაუყოვნებლივ გახდეს კავშირის წევრი სპეციალური პროცედურის მეშვეობით.

„ჩვენი მიზანია, ყველა ევროპელთან ერთად ვიყოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიყოთ თანასწორები. დარწმუნებული ვარ, ეს სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, ეს დავიმსახურეთ“, - თქვა მან ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა.

მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ საკითხებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ "ტვიტერზე" დაწერა.

„სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ კომენტარში განაცხადა, რომ უკრაინასთან ევროკავშირი მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ინტეგრირებაზე ერთიან ბაზართან, ასევე მჭიდრო თანამშრომლობაა ენერგეტიკულ სფეროში. ამასთან, ბლოკს სურს უკრაინა ევროკავშირის წევრად იხილოს.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

XS
SM
MD
LG