Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიმდინარეობს უკრაინაზე თავდასხმა


მარიუპოლის საჰაერო დაცვის ბაზაზე კვამლია რუსეთის თავდასხმის შემდეგ. მარიუპოლი, უკრაინა, 24 თებერვალი, 2022.
მარიუპოლის საჰაერო დაცვის ბაზაზე კვამლია რუსეთის თავდასხმის შემდეგ. მარიუპოლი, უკრაინა, 24 თებერვალი, 2022.

ხუთშაბათს, დილით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ უკრაინაში.

აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევში, სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში. კრამატორსკში, აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის რეგიონში.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსი სამხედროები შევიდნენ ქვეყნის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ოდესაში.

რაკეტებმა მიზანში ამოიღეს კიევთან ახლოს აეროპორტში განლაგებული უკრაინული სამხედრო თვითმფრინავები.

კიევმა დახურა საჰაერო სივრცე კომერციული ფრენებისთვის.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ შედის რუსული სამხედრო კოლონები უკრაინაში ანექსირებული ყირიმიდან.

სირენების ხმა გაისმა კიევში, ლვოვში და სხვა ურბანულ დასახლებაში. მოსახლეობა ცდილობს თავი შეაფაროს მეტროსადგურებს. კიევთან გრძელი ავტოკოლონები გაჩნდა.

დმიტრო კულებამ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესკალაციას უწოდა „სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში“, განაცხადა, რომ ქვეყანა დაიცავს საკუთარ თავს და მსოფლიოს მოუწოდა „შეაჩერონ პუტინი“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი ცდილობენ, მწყობრიდან გამოიყვანონ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა, საჰაერო თავდაცვის ობიექტები, სამხედრო აეროდრომები.

სამინისტროს მტკიცებით, ქალაქებს თავს არ ესხმიან და „მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“.

უკრაინის შს სამინისტროს ცნობით, სამხედრო საცავები, საწყობები და ეროვნული გვარდია საარტილერიო აფეთქების სამიზნე გახდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი სიტუაცია გამოაცხადა.

პუტინის მიერ აღიარების შემდეგ, დონეცკისა და ლუგანსკის სრული ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით, სეპარატისტები „იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა იარაღს“, - იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბელარუსში განთავსებულმა რუსულმა ჯარებმა შეტევა დაიწყეს ბელარუსის ჯარის მხარდაჭერით. რუსეთმა 30 000-მდე ჯარისკაცი განათავსა ბელარუსში წვრთნებისთვის ამ თვეში. ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკამ უარყო მისი ძალების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მწყობრიდან გამოიყვანეს უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ბაზები.

ანონიმური უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, საკვანძო ქალაქებზე კონტროლის შესანარჩუნებლად ბრძოლაში ჩამოაგდეს ექვსი რუსული თვითმფრინავი და შვეულმფრენი. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ჩაერთოს ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG