ამ ფილმის ერთ-ერთი გმირი ენდრიუ ნორთი, ინტერვიუს ჩაწერიდან გამოქვეყნებამდე, მოასწრებს ავღანეთში ჩაფრენას, თალიბანის ტყვეობაში მოხვედრას და ტყვეობიდან თავის დახსნასაც.
ეს არის ამბავი კაცებზე, რომლებიც ტირიან დაკარგულ ქვეყანაზე, შავ ბურკებში გადამალულ ქალიშვილებზე, ქალ კოლეგებსა და იძულებით მოშვებულ წვერზე. თალიბანის ახალი წესრიგის დამყარებიდან დღემდე ავღანეთში 230-ზე მეტი მედიაორგანიზაცია დაიხურა და ათასობით ჟურნალისტი სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგა.
ბაშირ ანსარი ცნობილი ავღანელი ჟურნალისტია. ის თალიბანის რეჟიმს ცოლთან და შვიდ შვილთან ერთად გამოექცა. ბაშირის რეისით ავღანეთიდან წამოვიდა ჰომაიონ ნაზარიც. ოჯახმა მთელი ქონება ორ პატარა ჩემოდანში ჩატია. როგორ შეხვდნენ ავღანელი ჟურნალისტები ბრიტანელ კოლეგას თბილისში, მაშინ როცა ისინი ავღანეთიდან გამორბოდნენ, ენდრიუ ნორთი კი ქაბულში მიფრინავდა.