Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი და პუტინი სატელეფონო საუბარს გამართავენ, უკრაინის გარშემო დაძაბულობის ფონზე


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 20 თებერვალს სატელეფონო საუბარს გამართავენ, უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის განხილვის მიზნით.

დაგეგმილი სატელეფონო საუბრის ფონია დასავლეთის ლიდერების განცხადებები, რომ რუსეთი, რომელმაც უკრაინასთან ათი ათასობით სამხედრო განათავსა, თავის მეზობელ ქვეყანაში გეგმავს სრულმასშტაბიან შეჭრას. მოსკოვი უარყოფს ამგვარი გეგმის არსებობას.

პარალელურად, ეუთოს სადამკვირვებლო მისია იუწყება ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების "დრამატულ მატებაზე", მღელვარე ფრონტის ხაზზე უკრაინის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში. ეუთომ 19 თებერვალს განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 1500-ჯერ დაირღვა.

უკრაინის არმიის განცხადებით, 20 თებერვალს უკრაინამ შეაჩერა მუშაობა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონისკენ გზის გამხსნელ შვიდიდან ერთ გამშვებ პუნქტზე, ჭურვების ინტენსიური ცეცხლის გამო.

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი - რომელმაც ახლახან თქვა, "დარწმუნებული" ვარ რუსეთი რამდენიმე დღეში განახორციელებს შეჭრასო - 20 თებერვალს კრიზისის გარშემო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.

XS
SM
MD
LG