Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩია: ჯაფარიძისთვის მანდატის მოხსნას ვინც მხარს დაუჭერს, მომავალში ამის გადააზრება მოუწევს


"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია წინააღმდეგია "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს. ამის შესახებ მან პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა და მიზეზები განმარტა.

"მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ მესმის "ლელოს" ფილოსოფია - რა უნდა, საით ისწრაფვის, რა მიზანი აქვს - ეს არ მიშლის ხელს იმაში, რომ [ვთქვა], რაც არ უნდა დამოკიდებულება მქონდეს მე პირადი, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის მოხსნის საკითხი არის მორალური ამ წუთას. მორალური იმ თვალსაზრისით, რომ ყველა დეპუტატს, რომელიც ამას მხარს დაუჭერს, რაღაც თვალსაზრისით მომავალში მაინც ექნება ის პერიოდი, როცა ამის გადააზრება მოუწევს და ჩემი აზრით, არ იქნება ბედნიერი და კმაყოფილი..." - თქვა იაგო ხვიჩიამ.

დღეს, 15 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეჩერების საკითხი განიხილება. "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია, თქვა, რომ მათ უფლებამოსილებას შეუწყვეტენ.

XS
SM
MD
LG