Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ახალი პიკია


საქართველოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა. სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 85 191 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 24 201 შემთხვევა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამჟამად ქვეყანაში დომინანტია კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.

1 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 28.41%;
  • ბოლო 7 დღის - 24.96%;
  • ბოლო 14 დღის - 21.96%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდმა უკვე 15 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო 24 საათში 10 732-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ოფიციალური სტატისტიკით, 1 თებერვლის დილისთვის საქართველოში საერთო ჯამში, 164 572 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობს 5 454​ პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 200 124 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 016 ადამიანი.

XS
SM
MD
LG