კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
იურიდიული ფირმა BLB, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია "გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან" დაკავშირებით.
Netflix-ი საქმის წარმოების შეწყვეტას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ფილმში არსებული ფრაზა, რომლის გამოც ქართველი მოჭადრაკე დავობს, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდება.
სერიალში „ლაზიერის გამბიტი“ კომენტატორი ნონა გაფრინდაშვილზე ამბობს, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონია ქალთა შორის, მაგრამ მამაკაცებს არასდროს დაპირისპირებია. რეალურად, ნონა გაფრინდაშვილს უკვე ნათამაშები ჰქონდა ათეულობით მოჭადრაკე კაცთან. ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ისგან შეცდომის გასწორებას და კომპენსაციას, 5 მილიონ დოლარს ითხოვს.