Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი 27 თებერვალს დაინიშნა


ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 20 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ სადავო რეფერენდუმის 27 თებერვალს ჩატარებას ითვალისწინებს.

27 თებერვალს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებმა პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას „უჭერთ, თუ არა მხარს წარმოდგენილ საკონსტიტუციო შესწორებებს“.
მოქალაქეთა მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნება ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ 10 დღეში შევა ძალაში.

ლუკაშენკას ოპონენტები მიიჩნევენ, რომ იგი რეფერენდუმით მის 27 წლისანი მმართველობის გახანგრძლივებას და საკუთარ ხელში ძალაუფლების უფრო მეტ კონსოლიდირებას ცდილობს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ამტკიცებს საერთო-ბელარუსული სახალხო კრების, როგორც პარლამენტის პარალელური საკანონმდებლო ორგანოს, სტატუსს. ტექსტში ასევე აღდგება ორი საპრეზიდენტო ვადა, ხოლო პარლამენტს პრაქტიკულად ერთმევა პრეზიდენტის იმპიჩმენტის უფლება.

XS
SM
MD
LG