თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის საჩივარი დააკმაყოფილა და გააუქმა ჯარიმა, რომელიც ინსპექტორის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო დააკისრა.
საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავდა. პენიტენციური სამსახური სახელმწიფო ინსპექტორმა 2 000 ლარით დააჯარიმა.
მიხელ სააკაშვილის პატიმრობისას მისი კადრების გასაჯაროების გამო სახელმწიფო ინსპექტორმა კანონდამრღვევად ცნო პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო და ორივე მათგანს გავრცელებული ვიდეომასალის წაშლა დაავალა. სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კადრები არ წაშალეს და გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. საქალაქო სასამართლომ გააუქმა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე პენიტენციური სამსახურისთვის გამოწერილი ჯარიმები.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი 2021 წლის მიწურულს, დაჩქარებული წესით დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, 1 მარტიდან უქმდება და მის ნაცვლად ორი სხვადასხვა უწყება იქმნება.