Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლუბები: ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!


საქართველოში მოქმედი კლუბები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მწარედ მოატყუა, როცა დააიმედა, რომ რეგულაციები შემსუბუქდებოდა და მათ მუშაობის შესაძლებლობა ექნებოდათ. ბოლოს ეს იმედი ხელისუფლებამ მათ გუშინ, 22 დეკემბერს გაუცრუა, როცა თქვა, რომ კლუბები ისევ არ გაიხსნება.

კლუბებმა ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი.

ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს.

სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მუქარის ენით გველაპარაკება", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში წერია, რომ კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ რეგულაციებით, რომლებიც მათ წინსწრებით შეათანხმეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

"მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა, მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება - თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაღება მოგვიწია.

ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!" - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

  1. The Cultural and Creative Industries Union of Georgia
  2. 4GB
  3. BASSIANI
  4. Boom Boom Booking Agency
  5. Bude
  6. CAFE-GALLERY
  7. Colibri
  8. DAISI • დაისი
  9. დედაენის ბარი
  10. KHIDI
  11. Kibe
  12. Left Bank
  13. Lisi Rest
  14. Lisi Wood
  15. MIONI
  16. Millennials
  17. მტკვარზე • MTKVARZE
  18. Mzesumzira
  19. რეფლექტორი / Reflector
  20. Swing Festival
  21. TES
  22. TIVI • ტივი
XS
SM
MD
LG