Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკოორდინაციო საბჭომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო


საკოორდინაციო საბჭომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე დაფიქსირდა "ომიკრონის" შტამი და მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმის, რომ ჩვენთანაც ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია მაღალია. შესაბამისად, ლიბერალიზაცია კლუბებთან მიმართებაში დღეს არ არის - არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნაზე. ტენდენციაც რომ ნახოთ, სადაც დაშვებული იყო ეს საქმიანობა, იქაც შეზღუდვები იწყება", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გასულ კვირას 17 დეკემბერს გაიხსნა თბილისის დიდი ღამის კლუბები, მათ შორის "ხიდი" და "ბასიანი". 18 დეკემბერს გვიან კი ცნობილი გახდა, რომ კლუბების ნაწილმა ღონისძიება გააუქმა, რადგან ოფიციალური გადაწყვეტილება კლუბების გახსნის შესახებ არ იყო მიღებული.

XS
SM
MD
LG