Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი გიორგი პაპიაშვილი წერს, რომ სააკაშვილის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით სამედიცინო საფუძველი არ არსებობს


ექიმმა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, გიორგი პაპიაშვილმა „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივას ექს-პრეზიდენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით სამედიცინო საფუძველი არ აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის", - დაწერა გიორგი პაპიაშვილმა.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მრავალმხრივი პრობლემებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

XS
SM
MD
LG