Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს უკრაინის სახალხო დამცველი


საქართველოში იმყოფება უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა, რომელმაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა სტატუსი, რომლის მიხედვითაც, აპირებს ციხეში მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

„ჩამოვედი საქართველოში იმ მიზნით, რომ გლდანის №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოვინახულო უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. გასულ კვირას მივიღე წერილი მიხეილისგან, რომელიც ჩიოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ცუდი პირობების გამო და ითხოვდა ჩემთან შეხვედრას. უკრაინის საელჩომ საქართველოში თხოვნით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2021 წლის 16 ნოემბერს №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილთან ჩემი შეხვედრის ნებართვის გაცემის თაობაზე. ველოდები გადაწყვეტილებას!“, - დაწერა ლიუდმილა დენისოვამ ფეისბუკში.

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში ოქტომბერშიც იმყოფებოდა. ლიუდმილა დენისოვამ მიხეილ სააკაშვილი მაშინ რუსთავის მე-12 საპყრობილეში ინახულა და სამშობლოში დაბრუნების წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტს მიაწვდიდა.

XS
SM
MD
LG