Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს


პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიამ შიმშილობის მე-5 დღეს თავი შეუძლოდ იგრძნო. მისი მდგომარეობის შესასწავლად საკანონმდებლო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

როგორც ექიმმა ხოშტარიას გასინჯვის შემდეგ თქვა, მას აღენიშნებოდა სისუსტე და თავბრუსხვევა.

"უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, ამის ფონზე სისუსტე განვითარდა, ცოტა დაბალი წნევა იყო. ამ მდგომარეობაში ახლა სტაბილურია... გემოდინამიკა სტაბილურია; პულსი, წნევა, სატურაცია - ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. ამ ფონზე შევთავაზე გადასხმა, რაზეც უარი თქვა", - თქვა ექიმმა ხოშტარიას გასინჯვის შემდეგ.

ხოშტარიამ რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ის ამბობს, რომ მისი ამ მოთხოვნის შესრულებამდე არ აპირებს შეცვალოს პროტესტის ფორმა.

XS
SM
MD
LG