Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"შეურაცხმყოფელი რიტორიკა, პოლარიზებული მედია" - ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არჩევნებს აფასებს

"შეურაცხმყოფელი რიტორიკა, პოლარიზებული მედია" - ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არჩევნებს აფასებს


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებმა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 31 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართეს და საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის განცხადებით, შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკა გამწვავდა არჩევნების მეორე ტურის დროსაც, ხოლო კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში.

„ეს პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო, თუმცა მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი პარტიების მოწოდებში ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით. კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიასა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომასალებშიც. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კი მოხდა არაერთი დაპირისპირების ფაქტი პარტიის ოფისებს გარეთ. ასევე იყო ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავების შემთხვევებიც“, - განაცხადა ალბერტ იონსონმა.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა 31 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე შენიშნა, რომ მეორე ტურშიც კერძო სატელევიზიო არხების მუშაობაში შეიმჩნეოდა პოლარიზაცია და „აშკარა მიკერძოების გამოვლენა“, რაც მისი სიტყვებით, ამომრჩეველს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას.

„კერძო მფლობელობაში არსებული მაუწყებლები მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს, უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას ან პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას", - განაცხადა იონსონმა. მისი თქმით, ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა დებატების ჩატარებას, თუმცა უშედეგოდ.

„არჩვენების დღე საერთო ჯამში, მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა რამდენიმე მაინც იყო საარჩევნო უბნების გარეთ დაპირისპირების ფაქტები პარტიულ მხარდამჭერებს შორის“, - იონსონმა ასევე აღნიშნა, რომ შეშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მოქმედებნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ.

მისი განმარტებით, ოპოზიციაში დაგმეს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ოპოზიციის მიერ მოგებული ნებისმიერი მუნიციპალიტეტი იზოლაციაში აღმოჩნდებოდა. იონსონის თქმით, ეს შეფასდა, როგორც ოპოზიციის ამომრჩევლების დაშინების მცდელობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე და კოალიციური პოლიტიკის შექმნაზე, ხოლო „ქართული ოცნების“ კამპანია, პირველ ტურთან შედარებით, ძირითადად უფრო მეტ ეროვნულობაზე“, - განაცხადა იონსონმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჯამში 338 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. მათ შორის 30 დამკვირვებელი საქართველოში 4 სექტემბრიდან იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG