ცესკომ თბილისში უბნების 70 პროცენტი დათვალა. ამ მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს და მისი კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია კი მარცხდება.
ამ დროის [01:14] მონაცემები ასეთია:
- კახა კალაძე - 55,78%;
- ნიკა მელია - 44,22.
30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის ხუთივე თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკო ახლა მონაცემებს ითვლის, გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, თითქმის ყველა ქალაქს "ქართული ოცნების" კანდიდატები იგებენ.