Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიქნები ყველას მერი!“ - კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს


„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს თბილისის მერობის კანდიდატს მმართველი პარტიიდან, კახა კალაძეს, რომელმაც ტელეკომპანია იმედის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით (18.00 საათის მონაცემებით) ხმების 57,2% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა ნიკა მელიამ - 42.8%.


„ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში, შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემ მხარდამჭერს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან მიმართებით. ჩემ გუნდთან ერთად მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. პირობა დავდე: ვიქნები ყველას მერი“, - განაცხადა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.


"ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ცესკოს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას და მეორე დღიდანვე დავიწყებთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას“, - დასძინა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ასევე გამარჯვება მიულოცა "ქართული ოცნების" დანარჩენ, მერობის 19 კანდიდატს.

XS
SM
MD
LG