Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი შეშფოთებულია უკრაინის სახალხო დამცველის საზღვარზე შეფერხების გამო


საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის სახალხო დამცველისთვის საქართველოს საზღვარზე შექმნილი დაბრკოლებების გამო. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას.

"ლუდმილა დენისოვას განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მიაწოდა დეტალურად ინფორმაცია მისი ვინაობისა და მგზავრობის მიზნის შესახებ, აგრეთვე წარდგენილ იქნა დიპლომატიური სამგზავრო დოკუმენტი. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს საზღვარზე და არ განუმარტეს აღნიშნულის მიზეზი. იგი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ შემოუშვეს, რაც ზემდგომი პირებისგან მიიღეს თანხმობა მესაზღვრეებმა. უკრაინის ომბუდსმენი ასევე მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მხრიდან არაკეთილგანწყობილ და ცინიკურ დამოკიდებულებაზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ომბუდსმენი ეხმაურება ასევე უკრაინელი ადვოკატისა და ჟურნალისტის საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნების ფაქტებს და გეგმავს მათ შესწავლას.

XS
SM
MD
LG